საქართველოში რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ჩამოდის
საქართველოში რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ჩამოდის

საქართველოს ცნობილი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ეწვევა. ინფორმაციას საგანმანათლებლო პროექტი „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ ავრცელებს.

ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22 ოქტომბერს ჩამოვა. ზვიაგინცევი, პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ ფარგლებში, 24 ოქტომბრის ჩათვლით შეხვედრებს გამართავს.

22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

24 ოქტომბერს კი გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან და ფილმის „უსიყვარულო“ ჩვენება. ფილმის ჩვენებამდე ჩანიშნულია პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის.

ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა მწვავე სოციალურ – პოლიტიკური მესიჯებით და ღრმა, პოეტური ნარატივით.

ზვიაგინცევმა პოპულარობა და აღიარება მოიპოვა სადებიუტო ფილმით „დაბრუნება“, რომლისთვისაც რეჟისორმა ვენეციის კინო ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ლომი დაიმსახურა. ხოლო ფილმები „ელენა“,  „ლევიათანი“ და „უსიყვარულოდ“ კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ.