საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
ორგანიზაციის ინიციატივით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც სრულიად უფასოა – მას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს.
საინტერესოა, რომ კონკურსმა უჩვეულო ინტერესი გამოიწვია და მსაჯის პროფესიის შესწავლა 500 მსურველმა გამოთქვა. გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30 საუკეთესო მონაწილემ დაიწყო, მათგან 7 გოგონა გახლავთ.
კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, მისთვის მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს სამსაჯო კარიერის დაწყებოს რეალური შანსი ექნებათ.
აკადემიის გახსნას უეფას მსაჯთა კომიტეტის წარმომადგენელი იაპ ულენბერგი და უეფას მსაჯთა განვითარების პანელის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი იორნ ლარსენი დაესწრნენ.