„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ენერგეტიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტში იღებს მონაწილეობას. დღის წესრიგში ჰიდროელექტროსადგურის აღდგენის საკითხი აღნიშნული პროექტის ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ დადგა.
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში პირველ ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენდა, რომელიც 1898 წელს ამუშავდა. ჰიდროელექტროსადგური აღჭურვილი იყო ორი პელტონის ტიპის ტურბინით, ჯამური 103 კვტ დადგმული სიმძლავრით. ისტორიულმა ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება 1950 წელს შეწყვიტა.