საქართველოში პირბადის ღია და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ტარების ვადის გახანგრძლივება იგეგმება
საქართველოში პირბადის ღია და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ტარების ვადის გახანგრძლივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება, რომლიც ინიციატორები დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.
დღეს მოქმედი კანონით, პირბადის ტარება სავალდებულო 2 მარტამდეა, თუმცა კიდევ რამდენი ხანი იქნება პირბადის ტარება სავალდებულო, ეს საკითხი კანონპროექტის განხილვების დროს დაზუსტდება. კანონპროექტი ისევ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.
ამასთან, კანონპროექტით ისევ განსაზღვრული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა 50 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის.