საქართველოში ოჯახები განათლებაზე შემოსავლების 2,3 პროცენტს, კვებასა და თამბაქოზე კი, 24 პროცენტს ხარჯავენ
საქართველოში ოჯახები განათლებაზე შემოსავლების 2,3 პროცენტს, კვებასა და თამბაქოზე კი, 24 პროცენტს ხარჯავენ

საქართველოში 2017 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავლებმა თვეში 1110.7 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით 48,1 ლარით მეტია.  მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება თვის ხარჯებს, საქსტატის მონაცემებით, ერთ შინამეურნეობაზე ხარჯები გასულ წელს 1093.0 ლარს შეადგენდა, რაც 46.2 ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ხარჯებში ყველაზე დიდ წილს, 24 პროცენტს (263.5 ლარს) სურსათი, სასმელი და თამბაქო შეადგენს. საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებზე გაწეული ხარჯების დაახლოებით 9 პროცენტი (95.6 ლარი) მოდის, ჯანდაცვაზე დაახლოებით 10 პროცენტი (99.3 ლარი), განათლებაზე კი 2,3 პროცენტი (25 ლარი).

შინამეურნეობა ერთ ადგილას მცხოვრები ადამიანების ერთობლიობაა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო მეურნეობითა და ბიუჯეტით არიან დაკავშირებულნი. შინამეურნეობა შესაძლოა, შედგებოდეს რამდენიმე ან ერთი პირისგან.