საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12,+17 გრადუსამდე მოიმატებს.
„თბილისში პირველ აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.