საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ.
„კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრები 2020 წლის 14 მარტიდან დროებით დაიკეტა.
პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, იმისთვის, რომ მათ არ შეეხოს არალეგალური მიგრანტის სტატუსი და საქმიანობა აწარმოონ კანონიერ ჩარჩოში, ყველა ტიპის პასპორტს (დიპლომატიური, სამსახურებრივი და სამოქალაქო), რომელსაც ვადა 2020 წლის პირველ იანვარს ამოეწურა ანდა ამოეწურება, მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გახანგძლივებულად ჩაეთვლება, რათა იმ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში), სადაც ისინი ცხოვრობენ, საქმიანობა დაარეგულირონ.
საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების მიზნით ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იმისთვის, რომ დაბრუნების მოწმობა გახადონ ოფიციალური, უნდა მიმართონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოში მდებარე საელჩოს“, – აღნიშნულია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციაში.