საქართველოში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება
საქართველოში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება

საქართველოში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება. ღონისძიება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეგიდით იმართება.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამებზე, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემებსა და ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ალბომის- “ნადირობისა და ტყით სარგებლობის ტრადიციები ძველ საქართველოში” პრეზენტაცია. ალბომი ილუსტრირებული იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით.

„მსოფლიო სურსათის დღე“ ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.