საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.