2018 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მობილური კავშირის 5 343 817 აბონენტია. ასეთია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები.
კომისიის ცნობით, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტთა რიცხვი დაახლოებით 191 ათასით შემცირდა. 2017 წლის მეორე კვარტალში მობილური კავშირით 5 535 758 აბონენტი სარგებლობდა.
2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია „მაგთიკომს“ ჰყავს (2 133 108), მეორე ადგილზე „ჯეოსელია“ (1 945 690), მესამეზე კი „ბილაინი“ (1 245 455).
სტატისტიკა იწარმოება აბონენტთა მიხედვით, რომლებიც კვარტალის განმავლობაში ერთხელ მაინც ისარგებლეს კომპანიის მომსახურებით (მაგალითად, განახორციელეს ზარი, გააგზავნეს ან მიიღეს მოკლეტექსტური შეტყობინება).