საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 03:36 საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.