საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდა, სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.