დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ.-ში, სოფელ ფსორში დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 01:03 საათზე მოხდა.