საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 19:01 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, ქალაქ ოჩამჩირესთან იყო.
ბიძგების სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.