საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა.
როგორც პირველ არხს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეპიცენტრი ქალაქ ქუთაისში იყო.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.