საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:45 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა.