დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა.
3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვს კილომეტრში იყო.