საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო.

„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.