საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 16:38 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ბორჯომიდან დაახლოებით 12 კილომეტრში, დაბა ბაკურიანთან იყო.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერე 3.3 მაგნიტუდა იყო.