თბილისიდან 35 კმ-ში, თეთრიწყაროს რაიონში 2.5 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 11:04 საათზე მოხდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.