დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა.
„პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.