საქართველოში კვირის ბოლომდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.