საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება
საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება

მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა. დღეს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე სტატისტიკა არ განახლებულა.