საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამი ინფიცირებულის შემთხვევაში, წარმომავლობა ვერ დგინდება.
„დღეს, საბოლოო მონაცემებით, საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ, 18 გამოჯანმრთელებული გვყავს, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია. პირველი შემთხვევაა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როცა მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები – მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს სამი ასეთი შემთხვევა გვაქვს. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ერთი შემთხვევა გვაქვს, როცა სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული. ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად, ეს გვაძლევს შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.