საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა, მათგან 31 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.