საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა, მათგან 28 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.