საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.