საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.