საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა იყო გაკონტროლებული.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული მოქალაქეა.
ამასთან, განახლებული მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა.