საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4425 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –222.