საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა.

მათგან ერთი შემოტანილი შემთხვევაა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე მოძიებულია 23 კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში მოექცა.

სულ ქობუეთში 40 პირს აუღეს ანალიზი, რომელთა პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული იმყოფება.