საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 545 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 545 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 605 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 350, „პისიარ“ ტესტით – 30 255.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 015 592 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 943 212 გამოჯანმრთელდა, 14 555 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 632 527 აცრა, დღიურად აცრილია 9 340.
კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 386 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 896 პირი.
ამასთან, 18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი, გარდაიცვალა 31.