საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 036 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 036 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, „პისიარ“ ტესტით – 2 728.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო შვიდი დღის – 3,12%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 243 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 622 432 გამოჯანმრთელდა, 16 730 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 855 078 აცრა, დღიურად აცრილია 1 672.
ამასთან, 28 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 993 პაციენტი, გარდაიცვალა 12.