საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 311 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 681, პისიარტესტით – 7 132.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 956 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 247 096 გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 521, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 731 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 322 პირი.
ამასთან, 28 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.