საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 854 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 153, „პისიარ“ ტესტით – 16 701.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო შვიდი დღის – 8,95%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 845 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 788 201 გამოჯანმრთელდა, 12 054 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 170 057 აცრა, დღიურად აცრილია 13 603.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 554 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 135 პირი.
ამასთან, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი, გარდაიცვალა 47.