საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 303 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 788 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 485, „პისიარ“-ტესტით – 2 303.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო შვიდი დღის – 2,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 648 653 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 626 296 გამოჯანმრთელდა, 16 748 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 861 255 აცრა, დღიურად აცრილია 1 625.
ამასთან, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 540 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი.