საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 330, „პისიარ“ ტესტით – 23 688.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,15%, ბოლო 14 დღის – 10,01%, ბოლო შვიდი დღის – 9,77%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 780 391 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 711 105 გამოჯანმრთელდა, 10 894 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 041 209 აცრა, დღიურად აცრილია 7 800.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 755 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 295 პირი.

ამასთან, 12 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი, გარდაიცვალა 77.