საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 519 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 გამოჯანმრთელდა, 6 371 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.
კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 841 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 459 პირი.
ამასთან, 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.