საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 652 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 345 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, პისიარტესტით – 7 172.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 093გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 948ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 238 პირი.
ამასთან, 13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 757 პაციენტი გამოჯანმრთელდა.