საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 343 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 260, „პისიარ“ ტესტით – 1 083.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2.03%, ბოლო 14 დღის – 3.04%, ბოლო შვიდი დღის – 2.44%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 005 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 627 366 გამოჯანმრთელდა, 16 751 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 861 752 აცრა, დღიურად აცრილია 240.
ამასთან, პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 303 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.