საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132, „პისიარ“ ტესტით – 15 268.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34 %, ბოლო 14 დღის – 9,72 %, ბოლო შვიდი დღის – 8,98 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 559 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 506 486 გამოჯანმრთელდა, 7 649 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია 1 259 391 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 518.
კარანტინის რეჟიმშია 111, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 542 პირი.
გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.