საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, „პისიარ“ ტესტით – 19 659.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 784 091 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 716 382 გამოჯანმრთელდა, 10 975 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 046 362 აცრა, დღიურად აცრილია 4 946.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 216 პირი.
ამასთან, 13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, გარდაიცვალა 78.