საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, „პისიარ“-ტესტით – 20 698.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 266 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 172 პირი.
ამასთან, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი, გარდაიცვალა 63.