საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 648 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 648 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 047, „პისიარ“-ტესტით – 1 885.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,03%, ბოლო 14 დღის – 1,63%, ბოლო 7 დღის – 1,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 842 გამოჯანმრთელდა, 16 783 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 869 848 აცრა, დღიურად აცრილია 1 007.

ამასთან, 13 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.