საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.

ამასთან, 4 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი გარდაიცვალა 39.