საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, „პისიარ“ ტესტით – 2 706.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 229 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

ამასთან, 7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა.