საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 637, „პისიარ“ ტესტით – 12 093.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 425 651 გამოჯანმრთელდა, 6 436 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 806 681 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 784.
კარანტინის რეჟიმშია 76, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 986 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 463 პირი.
ამასთან, 15 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 519 პაციენტი.