საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 966 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 772 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 677, „პისიარ“ ტესტით – 14 095.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,26%, ბოლო 14 დღის – 5,74%, ბოლო შვიდი დღის – 5,02%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 928 030 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 888 022 გამოჯანმრთელდა, 13 646 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 481 500 აცრა, დღიურად აცრილია 13 377.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 951 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 857 პირი.
ამასთან, 27 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 193 პაციენტი, გარდაიცვალა 71.