საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 711 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 700, „პისიარ“-ტესტით – 19 359.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,46%, ბოლო 14 დღის – 5,65%, ბოლო შვიდი დღის – 5,09%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 930 544 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 890 733 გამოჯანმრთელდა, 13 707 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 495 435 აცრა, დღიურად აცრილია 11 720.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 794 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 858 პირი.
ამასთან, 28 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 966 პაციენტი, გარდაიცვალა 63.