საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 531 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 936, „პისიარ“ ტესტით – 16 595.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 33,7%, ბოლო 14 დღის – 32,01%, ბოლო შვიდი დღის – 32,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 480 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 289 168 გამოჯანმრთელდა, 15 628 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 779 761 აცრა, დღიურად აცრილია 3 593.

კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 017 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 309 პირი.

14 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 517 პაციენტი, გარდაიცვალა 21.

ამასთან, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, 14 თებერვლისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა, რის გამოც, დღეს გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს, როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებს.